პოეზია · ლირიკა
კარეტა
ჭიშკართან დადგა ლურჯი კარეტადა უცნაურად აენთო ქუჩა.მე ვიცდი სახლის ღია კარებთანდა იქით წასვლას პირი არ უჩანს.
ჩურჩულებს გული - თუ გინდა, მიდი,ის ასე მშვიდი სხვაგან არ წავა.ჩვენს შორის ჩადგა ოცნების ხიდიდა მასზე ქროლვამ დიდხანს მაწვალა.
რა მადიანად მღერის სამრეკლოკაცი რომ დგახარ ღია კარებთან!მორჩილ ვარ შენი! უნდა გავრეკო,უნდა შევუხტე იმ ლურჯ კარეტას!
ვერ გადავურჩი გრძნეულ ზმანებას,გულში ტრიალებს ცხელი ბორბლები,ჰეი! შემოჰკრეს მძიმე ზარებმადა მეც ჭიშკრისკენ მივიბორგები.
თითქოს მაცილებს სუნთქვა ჩინართა,ისე ეხვევა ცეცხლში მუხლები.ლურჯი იმედი დადის ჭიშკართან,ვით ბანოვანი ჯერ ხელუხლები.
არადა მშვიდი არის კარეტა,ჩემი სნეული სულის თავმდები.თეთრი მინდორი აკრავს გარედანდა მოციმციმე ვრცელი ლანდები.
მორჩილ ვარ შენი! ჩემო სამრეკლო,დრომ დაჰკრა უკვე ლოცვად წასვლისა.ხმაურით ზართა უნდა გამრეკო,შენმა კარეტამ თუ არ გამსრისა.
არადა, მშვიდი არის კარეტა,დაუსაბამო გზათა მხილავი.კვლავ ისეთი ვარ ღია კარებთან,როგორიც ადრე საზმრად ვიყავი.
ვერ გადავურჩი მე შენს ზმანებას,გელში ტრიალებს ცხელი ბორბლები.ჰეი! შემოჰკრეს ზანზალაკებმადა მეც ჭიშკრისკენ მივიბორგები.
მარადიულად მოდი, გწვეულობ,შეხვედრას ადრე რატომ მიშლიდი?!ამორახრახდი ჩემო წყეულო,ბობოქარი ვარ შენი სიმშვიდით.