პოეზია · ლირიკა
თოვლის ტრამალი
ზურგაკბილული ეგდო ტრამალიდა ქარი წეწდა თოვლის ბარხანებს.სადღაც გარბოდა ცხენი ფრთამალიდა ჩემი ჯავრიც იქ მიმაქანებს.
თითქოს ზღვაში ვარ შემოპარული,თეთრი ტალღები თვალებს მიჭრელებსდა ახლა ქარი გახდა ფარულიდა ვფიქრობ, მგლები თუ დამიჭერენ.
მე მივაბიჯებ თოვლის დიუნებსდა ვაწყობ აზრებს საომრად მხეცთან.მგონია, მგლებმა პირი იბრუნეს,მგონია, ჩემი გონება შეცდა.
და ეს შეცდომა იყო იღბალი,გადაეწმინდა ღრუბელი თვალებს.თოვლსაც ჰქონია ჭრელი ნიღაბი,ზოგჯერ მგლებად რომ გაიფერმკრთალებს.
სადღაც ჩაინთქა ცხენთა ამალადაფეთებული მხეცების შიშით.მე ამიტაცა თეთრმა ტრამალმადა ახლა ქარებს ჩავუდექ ჯიბრში.
ვნახე ცხენების შემკრთალი სახეგამოქცევია დამშეულ მხეცთა.მე სისხლიანი ტრამალი ვნახე,სად იყო ომი, ჩხუბი და ჯგლერთა.
მერე ვაჭმიე ცხენებს მარილი,ჭიხვინით თოვლი აახარხარესდა როგორც ღმერთის გამოგზავნილიუხმოდ ავყევი მღვრიე ბარხანებს.
და შეეჩვია სანდო თვალებიუდაბურ დღეებს ცივი ტრამალის.მე მივჯირითობ ქარში ფარულადაჭიხვინებულ ცხენთა ამალით.
თითქოს ზღვაში ვარ შემოპარული,ტალღებად ვხედავ თოვლის დიუნებს.აქ ყველაფერი არის ფარული,აქ ყველა თავის სახეს იბრუნებს.
მივექანები ცხენთა ამალით,ქარბუქი წეწავს მღვრიე ბარხანებს.ზერგაკბილული ბორგავს ტრამალიდა ჩემი სული უხმოდ ხარხარებს.