↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დაუნდობელო, სიყვარული რად გამილახე

ხალვაში ფრიდონ

2016-05-121 წთ საკითხავი52775 ნახვა

—
დაუნდობელო,
სიყვარული რად გამილახე?
მე _ დატუქსული სოფლელი ბიჭი,
გულის კუნჭულში ტკივილს ვინახავ
და იმ საღამოს ხსენება მიჭირს.
რად გამილახე სიყვარული, დაუნდობელო?
ქარში დაფშვენი ჩემი მუდარა
და სიყვარული გადამიღობე
უსასტიკესად და სამუდამოდ.
1973
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი