↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სურო

ტოგონიძე გუგული

2026-07-181 წთ საკითხავი1164 ნახვა

—
სუროს მზე არ უყვარსო და ბაღის სიღრმეში, ჩრდილში დარგეს. არაფერი უთქვამს სუროს, მიწაზე განერთხა და გაჩუმდა. უძრავად იყო ერთ დღეს... ორ დღეს... მერე ფეხი გადადგა და მრავალფეხას მსგავსად ქვის კედელზე აცოცდა, შეჩერებას სულაც არ ფიქრობდა, მაგრამ კედელს მეტი სიმაღლე აღარ ჰქონდა და სურო შედგა, გაიხედ-გამოიხედა. მის თავს ზემოთ ხეთა ტოტები ერთმანეთში გადახლართულიყვნენ და მზის სხივებს დაბლა არუშვებდნენ. სურო ახლა ძირს ჩამოუყვა კედელს. ამ დროს ბაღში ვიღაცამ გაიარა და თქვა: - სუროს ჩრდილი უყვარს და დაბლა მოფოფხავს, ამდენი ფოთოლი აქვს და ერთი ყვავილიც ვერ გაუკეთებიაო.სურომ არაფერი თქვა... მხოლოდ ჩაიცინა.გადიოდა დღეები, თვეები. სურო ხან აქეთ გადაფოფხდა, ხან იქით. ამ სიარულში დაიკლაკნა, დაიგრიხა, ყველგან მოედო. ბოლოს, როგორც იყო, ერთ მაღალ ხეს მიადგა და მის ტანს მიეყრდნო. სურო ერთხანს გაუნძრევლად იდგა. მერე ხეს ჩაებღაუჭა და მის ტანს აჰყვა. მიიწევდა სულ მაღლა და მაღლა კენწეროსკენ. ერთ დღესაც განათებულ ხის წვეროს მიაღწია და გახალისდა, წელში გაიმართა, ტანი გაისწორა, ხელები მზისკენ გაიშვირა და თავის სიცოცხლეში პირველად აყვავილდა.

ტოგონიძე გუგული: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი