↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ენკენისთვეები

ხაინდრავა ჯუბა

2006-01-131 წთ საკითხავი286 ნახვა

—
არც არაფერი, ფოთლებია და მინდვრის სოლო.ჩემი პირველი მეგობარი, სექტემბერისთვე.შენ იძახი, რომ ფარდებიან ქალაქის ბოლოსყველა გამოვა სახლებიდან, მაგრამ ბევრისთვის
ეს სიგიჟეა, როგორც ჩვენი პატარა სახლი.ჩვენი სიზმრების დასასრული, გარდა ერთისა,როცა შენს თვალებს სამაროვან სიჩუმეს ვახლი,როცა მაღვიძებ, როცა ვხვდები, როცა მეღირსა
სითბო. თავიდან დაიწყება დღეების რიგი.ვან ვეი, დუ ფო, შავოსანი დედების კალთა.ამ იშვიათი ქარების და წვიმების იქით,-მე დილის პირზე გადმოვივლი ბალახის კართან
და ნახავ ხელებს, ცივ ხელებს და თვალების თიბვას,რომ დაისვენონ წამებმა და ბოლოჯერ დაწვნენჩვენს მხრებზე. თითო–თითო თოვის ფრაგმენტი მიმაქვს,რომ არ უარვყო აღარავინ და იყო აწდა
მარადის აქ. ვინც შემიბრუნებს ფანჯრებთან დილასდა აპობს იქვე მოსულ ნიავს, ცივსა და მრუდეს,როდესაც გარეთ ხიდებია, როდესაც თბილა,და ჩემს ალაგთან შემოდგომას დასაბამს უდებს.

ხაინდრავა ჯუბა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი