პოეზია · ლირიკა
აი, ასეა
აი ასეა, შორს წახვედი და ჩემი ღმერთიცაღარ მოვიდა მეორე დღეს ჩემთან, ასე რომღამე, რომელსაც შენი კანის სურნელით ვტეხდი.ბედი, რომელიც მე ვერაფრით ვერ დაგაჯერე.
მოვიტან შენთან. დაგიყრი და მალევე წავალ,იდგება გარეთ სიცივე და იქნება თოვლი.არ მინდა ისევ ზღაპრის ბოლო გმირივით გწამდეს,მე ქრისტე მინდა, სახლი მინდა და უკვე მოვლილ
ქუჩებზე წერა. შენი ფანჯრის უმთვარო ხედიდა აი ბოლო შემოდგომის ფოთოლი ხიდან.მზეებს, რომელსაც შენი ფანჯრის რაფაზე ვდებდი,ლღვებდონენ, მერე ისევ ვდებდი და კიდევ მინდა
წასვლა ჩემიდან. ქრიზანთემა და სამი ჩიტიუკვე გაფრინდა. იანვარი. ჰოდა ფანტომებსვეღარ ვეტყვი, რომ მზე წავიდა. უშენოდ მიჭირს,უჩემოდ შენც ხომ უშენო ხარ. ღმერთი გწყალობდე!