↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი გედი (მთარგმნელი: კობა ჭუმბურიძე)

მალარმე სტეფან

2011-01-131 წთ საკითხავი193 ნახვა

—
უბიწოს, სპეტაკს, მშვენს, თუ ძალუძს ნეტავ ეს,არგუნოს სულებს შვება, შემოჰკრას მთვრალი ფრთები,დასთმოს ყინულთა წყებით დავიწყებული ტბები,სრბოლაშებორკილ ჩქერს რომ აქარგავენ მწკერს.
დიდებულების წლებს იგონებს გედი ძველს,გარნა სიმღერის ვნება იფერფლება და ქრება,რამეთუ მისი გზნება იმ მიწას ვერა სწყდება,სად ბერწი თოვლი თვლემს, იფერებს სევდის ფერს.
თეთრი თრთოლება სდევს მის მოღერებულ ყელს,უგლიმი სივრცის ტყვეს, რასაც უცხოობს დღესიმ მიწის დანანებით, სად შეიმოსა ფრთებით.
და მისი ლანდი ხედს სძენს ელვარებას მეტს,შესუდრულს დავიწყებით გათოშილ ზმანებებით,მინდობილს გულქვა ბედს, მიუძინია გედს

Sonnet le Cygne

Le vierge, le vivace et le bel aujourd’huiVa-t-il nous déchirer avec un coup d’aile ivreCe lac dur oublié que hante sous le givreLe transparent glacier des vols qui n’ont pas fui!
Un cygne d’autrefois se souvient que c’est luiMagnifique mais qui sans espoir se délivrePour n’avoir pas chanté la région où vivreQuand du stérile hiver a resplendi l’ennui.
Tout son col secouera cette blanche agoniePar l’espace infligée à l’oiseau qui le nie,Mais non l’horreur du sol où le plumage est pris.
Fantôme qu’à ce lieu son pur éclat assigne,Il s’immobilise au songe froid de méprisQue vêt parmi l’exil inutile le Cygne.

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი