↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოჰკითხე ჩანაქროლ ქარს (მთარგმნელი: კობა ჭუმბურიძე)

დილანი ბობ

2011-01-132 წთ საკითხავი250 ნახვა

—
ნეტავ რამოდენას გაივლი გზას,ვიდრე გიწოდებენ კაცს?ან მტრედი რამხელას გადუფრენს ზღვას,ვიდრე მილულავდეს თვალს?ჭურვები იფრენენ რაოდენ ხანს,ვიდრე დავუდებდეთ ზღვარს?პასუხი მოჰკითხე ჩანაქროლ ქარს,მოჰკითხე ჩანაქროლ ქარს.
ნეტავი რამდენ ხანს იდგება მთა,ვიდრე გადარეცხავს ზღვა?ან რამდენ ხანს ძალუძს მოთმენა ხალხს,ვიდრე აღიმაღლებს ხმას?როდემდე ვარიდებთ სიგლახეს თვალს,ვითომდა ვერ ვამჩნევთ მას?პასუხი მოჰკითხე ჩანაქროლ ქარს,მოჰკითხე ჩანაქროლ ქარს.
რა ხანს მოუნდები ზე ახედვას,ვიდრე დაინახავ ცას?ან კაცი რამდენ ყურს გამოისხამსვიდრე გაუგებდეს სხვას?როდემდე გავნაგრძობთ ომსა და კვლას,კმარაო – კაცმა რომ თქვას?პასუხი მოჰკითხე ჩანაქროლ ქარს,მოჰკითხე ჩანაქროლ ქარს.
How many roads must a man walk downBefore you call him a man?Yes, ‘n’ how many seas must a white dove sailBefore she sleeps on the sand?Yes, ‘n’ how many times must the cannon balls flyBefore they’re forever banned?The answer, my friends, is blowin’ in the wind,The answer is blowin’ in the wind
How many years can mountain existBefore it’s washed to the sea?Yes, ‘n’ how many years can some people exitBefore they’re allowed to be free?Yes, ‘n’ how many times can a man turn his headPretending he just doesn’t see?The answer, my friends, is blowin’ in the wind,The answer is blowin’ in the wind
How many times must a man look upBefore he can see the sky?Yes, ‘n’ how many ears must one man haveBefore he can hear people cry?Yes, ‘n’ how many deaths will it takes till he knowsThat too many people have died?The answer, my friend, is blowin in the wind,The answer is blowin’ in the wind

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი