პოეზია · ლირიკა
დედაკაცო !
მარხვა დაიწყო , დედაკაცო!გაცერი ფიქრი,გაავსე ვარცლი,ამოზილე ცოდვის პურები.ცისკარი - თეთრი ხილაბანდი,ჰკიდია სკამზე,წაიკარი და უკან-უკანნუ იყურები!რაღას დაეძებ, გაზაფხულიმოვა თუ არა,ან მარტმა უკვე გადმოწყემსამერცხლის გუნდები?!...უცნაურია, წინსაფარშისიზმარს რომ მალავ,რომ ისევ გიყვარს,საკუთარ თავს, რომ არ უტყდები!ნუღარ კითხულობის პერანგი გაცვდა თუ არა...ან ჯიბესთან თუ კვლავ ატყვიანათითურები?!...მარხვა დაიწყო...წამოდექი,გაცერი ფიქრი,გაავსე ვარცლი,ამოზილე ცოდვის პურები.ჭიშკართან - თალხი შეღამება,ბრუნდება ქმარი,შეეგებე და უკან-უკანნუ იყურები!