პოეზია · ლირიკა
პრანჭიები
ნოდარ დუმბაძე 1928–1984
სულ ერთი ციცქნა, პაწიაბოსტანი ჰქონდა ბაჭიას,ისე პატარა ბოსტანი,ხან ჩიტი ჭამდა, ხან - ჭია.იქვე ბაჭიას მეზობლადციყვს ჰქონდა ნაძვზე ფუღურო,შიგ ედგა ერთი ქოთანი,ცარიელი და უყურო.და მათ მეზობლად, ღრუბლებისიმედითა და ნუგეშით,პატარა იხვი ცხოვრობდაგობისოდენა გუბეში.ბაჭია გაიძახოდა:- შრომით მასკდება ოფლიო,სტაფილოთი და მწვანილითმე ვამარაგებ მსოფლიოს! -იხვი გუბიდან ყვიროდა:- ცა თავზე ქუდად მხურავსო,რაც მსოფლიოში თევზია,სულ ჩემს გუბეში ცურავსო! -ციყვი ისეთი ფრთხილია,ფუღურო ჩაკეტილი აქვს,შიგნიდან გაიძახოდა:- ეს ჩემი ორი კბილია,ისეთი ალესილია,რაც მსოფლიოში თხილია,სულ ჩემი დაკვნეტილია! -ტრაბახში დადგა ზამთარი,ერთ თვესაც არ გაუვლია,იხვსაც,ციყვსაცდა ბაჭიასშიმშილით გასძვრათ სულია.იხვი,ციყვიდა ბაჭიასამთავე იყო პრანჭია.