↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შემომეყარა ყივჩაღი

ხალხური

2014-05-131 წთ საკითხავი3839 ნახვა

—
მუხრანული
შემომეყარა ყივჩაღისამზღვარს მუხრანის გზისასა,პური მთხოვა და ვაჭმიე,ვურჩევდი თავთუხისასა.ხორცი მთხოვა და ვაჭმიე,ვურჩევდი ხოხობისასა,ღვინო მთხოვა და ვასმიე,ვურჩევდი ბადაგისასა.ცოლი მთხოვა და ვერ მივეც,მიმყვანდა სიდედრისასა.ან კი ცოლს როგორ მივცემდი-შვილსა გაზრდილსა სხვისასა.ხელი მოხვია, აკოცა,მოზიდნა ნაწნავს თმისასაშესტირა საბრალო ქალმა:,,ვაი ცოლს, ცუდის ყმისასა".მეც გულმა ვეღარ გამიძლო,მოვზიდნე ვადას ხმლისასა,უმალვე იმან დამასწრო,ელვასა ჰგვანდა ცისასა.მაგრამ დაუცთა მუხანათს,ვენაცვალე მადლსა ღვთისასა,ახლა მე შემოვუქნიე,ვენდვე მადლს ლაშრის ჯვრისასა.გავჭერი ცხენი და კაციწვერიც მომიხვდა ქვიშასა,არ იყო ღირსი, მოშორდაცქერას ნათელის მზისასა,ცოლის სიდედრსა მივგვარე,ის კი იქა სჭამს ქვიშასა.

ხალხური: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი