პოეზია · ლირიკა
ქებით დიდებაჲ
[თავნი და ბოლონი იტყჳან: ”ქრისტეშეიწყალე ცოდვილი გეორგი ა[მინ”]
ქებით დიდებაჲ შენი თანა გუაც,რომელი მჴსნელმან ქრისტემან ჩინებულ გყოისრად ელვისად, ენად ცეცხლისად,სამებისა დიდებაჲ ღმრთისმეტყუელ ჰყავ;ტომთა და ნათესავთა შთააცუ ნათელი;ეკლესიაჲ ჰყავი შენ ამაღლებულ;შაბათნი დაჰჴსენ, დააცხრვე შჯული,ერთ-არსებისა ბრწყინვალე ქადაგ!იოტე ბნელი, მტერი დასთრგუნე,წესთა ზესკნელთა წარჰჴედ, წმიდაო!ყოველთა ღმრთისა პირისპირ მდგომ ხარ,აღქუმული იგი გჳრგჳნი დაგუადგ.ლმობიერ ყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნი,ერთბამად მკჳდრ მყვენ სასუფეველსა.