↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "საქართველოზე ნურაფერს მეტყვი"

ჯაფარიძე თემურ

2021-06-121 წთ საკითხავი339 ნახვა

—
საქართველოზე ნურაფერს მეტყვი,მამძიმებს მეტად მისი ტანჯვები,თუმცა კი მიყვარს და უფრო მეტიც,მაგრამ ეს გრძნობა არის დამსჯელი.ნურაფერს მეტყვი საქართველოზე,ნურაფერს მეტყვი, მე იგი მტანჯავს.ნეტა ქართულ სულს არ დაველოცემსოფლიო ხედვის მიღმა რომ დარჩა.მაგრამ ყველაფერს მაინც ვერ წავშლი,სადღაცა არის მარადისობაც.მარადისობის რომელ რთულ აზრშიმართლდება, ნეტა, ქართული ყოფა.რითი მართლდება ამდენი ტანჯვა,ჭარბ ტკივილისგან გამარტივება.სულის გაყიდვა, ერთგულთა დასჯა,მალული გლოვა და ატირება.და ბედნიერი მსოფლიოს გვერდითარარაობად მიჩნევა თავის.რითი მართლდება, რომელი ხვედრითდაკარგულობის ეს განცდა შავი.მაგრამ ყველაფერს მაინც ვერ წავშლი,სადღაცა არის მარადისობაც.მარადისობის რომელ რთულ აზრშიმართლდება ნეტა ქართული ყოფა.

ჯაფარიძე თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი