↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საშველი

ჯაფარიძე თემურ

2021-06-121 წთ საკითხავი338 ნახვა

—
საშველი არის, როგორ არ არის.ოღონდ ნურარა ნუ მოგინდება.ნუ მოინდომებ საყვარელ მხარისთავისუფლებას და მის დიდებას.საშველი არის, თუ დახრი თვალებსდა უარს იტყვი ფუჭ ოცნებაზე.უარმყოფელი ცხოვრების ძალებს,თუკი მიუშვებ თავის ნებაზე.თუ წახვალ ჩუმად იქიდან, სადაცარის ცდუნება ბედნიერების.თუ არ ინაღვლებ დანაკარგს ათასს,ქმედების სურვილს თუ მოერევი.თუ სანთლის ალებს და ფერად ხატებსარაფერს არ თხოვ, ჩუმად იქნები.თვითუარყოფას გულში თუ დატევ,თუ არ მოძებნი საშველს ფიქრებით.თუ არ ეცდები ფიქრით სულელითამოხსნა დიდი სირთულე არსის.თუ დაშრეტილი გახდი სრულებით,საშველი არის, როგორ არ არის...

ჯაფარიძე თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი