პოეზია · ლირიკა
ციგაობა
გაჰკრა ბაბუა ზამთარმა,ზეცა გაფხრიწა ნეკითა,დაეშვა თოვლის ფანტელი,ერთმანეთს გამოეკიდა.
მეცნო მრავალი შრიალა,მსუბუქი ფრთების ფარფატი.დაიგო თეთრი ფთილებისმოუთელავი ნაბადი.
აბა, გიყვარდეს სრიალი!სამ-სამი ერთად ვეშვებით.მაღლიდან გუნდებს გვაყრიანნაძვები სავსე პეშვებით.
რტოდან ჩიტუნას აფრენითთოვლის ბზე ჩამოგვეყარა,ამ აღმა-დაღმა სრიალშიჩემი მგონია ქვეყანა!