↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წერილი მოკითხვამდე (დაბრუნება)

ავალიანი გივი

2026-07-182 წთ საკითხავი1673 ნახვა

—
ეძღვნება უფალს,დაკარგულ მიწებს,
და არა მარტო...
1მიწას, რომელზედაც დავდიოდით,აღარ ახსოვს ნაფეხური ჩვენი.
მუდამ კვალის ილუზიას ვტოვებდით.
2იქიდან წამოსული ქარებიყოველ თებერვალს ატყავებენ ამ ხეებს.
გვაჯერებენ, ხეში წყალი ჩადგაო,წყალი თვითონ ჩვენ ჩაგვიდგა მუხლებში.
3მოსულები ამბობენ,რომ არაფერია სათქმელი,დამხვდურები ვსაუბრობთ დასასრულებლად -
კვირიდან აღდგომამდე.
4მითი გვიყვება,რომ სამოთხის პირველსახე აქ იყო,მერე ცაში გადაიტანესო.
გადატანითი-მნიშვნელობით-ღმერთი-დუმს.
5უფრო მეტჯერ ვლოცულობთ,ვიდრე ვსუნთქავთ.დაბრუნებას ვხედავთ დახუჭული თვალით.მეორეზე ცრემლს ვიხოცავთ.
სამყარო ტაძარში იმალება.
6მეფეს ჯერა დაბრუნების.მისი სიზმრების გადმოხატვასრახანია უშედეგოდ ცდილობენგარდაცვლილი მხატვრები.
შედეგს მედიტირებისას ჩაეძინა.
7დედოფალზე ვერაფერს ვიტყვით,ის უკვე გააბახეს.ბახმა, რა ჩემი ბრალიაო?!
ბეთჰოვენი ისევ ყრუა...
8იქაური ბავშვები გვეძახიან "სხვებს".რაღა-ცათა გაგრძელებას წარმოვადგენთ,ბოროტებამ თვალები რომ ამოუგდო ბუდიდან.
სათნოების ბუდეში ვართ შეყუჟული.
9აქაური ბავშვები მათ "ძმებს" აღარ უწოდებენ.მოვხუცდით უკვე,ბავშვობასთან ვეღარ ვმეგობრობთ.
ჩვენი მომავალი - ჩვენი მტრის მეგობარია.
10ახლა ხიდზე ვთამაშობთდა შიშის წყალში ვცვივდებით,ენას აღარ ვყლაპავთ ოღონდ.წყალი თევზებს ყლაპავს შიშისაგან.
შიმშილს წყურვილით ვ(ი)კლავთ დღესაც.სული აგვიწყალდა...
11მაყვლის ბუჩქს აღარ ეკიდება ცეცხლი...ჩვენ დავდივართ შენს სხეულზე, უფალო,სხეული შენი ნიშნავს დაბრუნებას.დაგვაბრუნეთ იქ,საიდანაც არ მოვსულვართ.
გრაგნილები გვიყვებიან ზღაპარსთანაცხოვრების ისტორიაზე.
12"იმედები აკეთებენ მეტანიებს,და ვპატიობთ მათ გაცრუებას".ბოლო წერილია გამოღმიდან.ჩვენ ყოველთვის ვწერთ ერთმანეთს,არასოდეს ვაგზავნით ოღონდ.
. . . . . . . . . . . .გრძნობები წინადადებაში ასრულებენ არსებობას. . . . . . . . . . . .
მიწას, რომლადაც გადავიქეცით,მოაგონდა ნაფეხური ჩვენი.

ავალიანი გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი