↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი გალაქტიკა

ავალიანი გივი

2026-07-181 წთ საკითხავი1674 ნახვა

—
ახლა საგიჟეში ვითვლი ამხანაგებს,ფანჯრებს ავაკარი წყევლა გისოსებად,როცა ჩემს სიცოცხლეს ხსოვნა აჩანაგებს,სივრცე უნამუსო- ლოცვით იმოსება.
არ მსურს მონატრება ჩემზე ვაბატონო,გვერდით ოთახიდან მისტვენს ამნეზია.ზოგჯერ უმიზეზოდ მძულხარ ქალბატონო,(წუხელ მგლების ხროვა მთვარეს დაესია).
მე კი ახლაც ვზივარ , ვითმენ სიფიცხემდე,რომ არ შევაჩვენო მთელი გალაქტიკა.მინდა სიგიჟეზე ლექსებს მიფიცხებდე,თუმცა უიღბლობამ ბედი ამატკია.
სივრცე უნამუსო ლოცვით იმოსება,ახლა საგიჟეთში ვითვლი ამხანაგებს.ფანჯრებს ავაკარი თვლემა გისოსებად,რასაც განვაგებდი, იგი არ განმაგებს.

ავალიანი გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი