↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქუთაისო

ქებურია ბელა

2026-07-181 წთ საკითხავი3559 ნახვა

—
გიზოს, ელგუჯას, ავთანდილსქუთაისო, ქუთაისო,ხან მზისა ხარ, ხან მთვარისო.შენს ქუჩებში ვარდი ყვავის,ქარი ყირას გადადისო....გულმართალი და ალალი,ხარ ყველას _ თან არავისო!საქართველოს ბურჯად დგახარ,საუკუნუდ მარადისო!ენამჭევრი და ღიმილა,გულმზეობ და თვალმაისობ,სულით, ხორცით ქართულო დასაამაყო ქუთაისო!აქ ცა ისევ ძველქართულობს,წვეთიც არ აქვს სისხლი სხვისი,წელში ლაღად გამართულა,ქვათათია _ ქუთაისი!მზე-მზედ ფერავს ბაგრატის კარს,„გელათს მეფე პურად მიზის“,აღმოსავლეთ-დასავლეთში_ უმთავრესობს ქუთაისი...შეინახა ენა, რჯული,მოყვრობა და ზნენი მისნი...არ წაირყვნა, სუფთად დარჩა,ჩვენი დედა-ქუთაისი!აიეტის ძველ გუჯრებში,იკითხება ცოდნა მზისი...ანტიკური ეპოქიდანმოაბიჯებს ქუთაისი...
ქებურია ბელა

ქებურია ბელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი