პოეზია · ლირიკა
შენ
ვგრძნობ, მკერდქვეშ ისე გუგუნებსგული,ლამის ახადოს საფეთქლებს თაღი,გაწყვეტილ სიმებს ვავლებ და ვუვლი,გულს, შემოდგომის წვიმებითდაღლილს.ჩაყუჩდი გულო, დრო მიჰქრის სწრაფად,სად გაქრა ქერა გოგოს ხალისი,რატომ ჩალაგდა თვალებში დაღლა,ნოემბრის წვიმად-სხივი მაისის.მიქრის სიცოცხლის ყოველი წუთი,ისე სწრაფად და ისე მუქბინდად,ვერ გაბრწყინდი და ვერ შემობრუნდი...და მეც ლოდინი უკვე მომწყინდა.ადრე შენს „ხვალეს“ ველოდი როგორ...ადრე გაჰქონდა გულს ბაგა-ბუგი,რად აფარფატე ცქრიალა გოგო,...დაღლიდი თუკი!ფიქრთა ნისლია თუ ქერა დალალს,ზღვის ქაფის ფერი მოსძალებია,სიცოცხლის ბოლო ბილიკთან წავალ,ავწვდები ზეცას – ვარსკვლავებიანს,მადლობა უფალს! ჩემს უკან გზაა,რაც მთავარია _ ის ნათელია!...მაგრამ თუ წავალ, გამყვება დარდი,შეცვლილი სახის, შეცვლილ განცდათა,სამშობლო ჩემი _ სამოთხის ბაღი,ვერ აყვავდა და ვერ ათავთავდა.არა ქუჩებით, სახლებით, სკვერით,გზებით თუ რუხი მაგისტრალებით,რადგან ერთმანეთს ვერ ვეფერებით,კაცი კაცს არ ჰგავს და ქალს ქალები...ერთმანეთს ვკლავთ და ერთურთსვიმეტებთსიტყვით, ხელებით, გულით, თვალებით...ვაჰ-თუ! ჭაობის წყალმა დაფაროს,ჩვენი თაობის ნატერფალები......და მაინც, სადღაც ჭიატებს ცერად,იმედის სხივი ჭრელი ბარათი,დაჭრილი გულიც რომ აამღერადა ეს სიმღერა ყელში გადამდის...როგორც მოთქმა და როგორც გოდება,როგორც ლოცვა და როგორც ღაღადი...ვიცი, დიდება გიახლოვდება,მაგრამ მანამდე... _ღმერთი გფარავდეს!