პოეზია · ლირიკა
ცხოვრება
,,ამაოების ბაზარი"უილიამ თეკერეი
აზრს კარგავს,არსს კარგავსცხოვრების სიყვარული...(აქამდე ვიყავი სავსე),მოდის გულგრილობა,ქრება სინანული,ასეა ძვირფასო, ასე!
მზე ასცდა სიყვარულისჩვეულ ორბიტას,ღამის ცაშიშველი რჩება,ო, ახლა ისეთისიგიჟე მომინდა,რომ შემეშინდა დამიშველე, დედა!
ირგვლივ შიში მეფობს(კაკტუსის-ეკლება),პირბასრი,ავი და მძიმე,დასკდება ძარღვები,ცას შეელეკები,შეაბნევსისხლისფერ მძივებს...
ცივი და მძიმეა,,ბერეტა"-ს ტარი,გრძნობ ცხელია დამხურვალე ტყვია,ნეტავ საით გიხმობსიდუმალი კარით,სამოთხის ბაღებისვარდი და ია...
არ მიკვირსთუ რატომ გიჟდება მგოსანი,არ მიკვირს,პოეტი რად იხლის ტყვიას,ძნელია იარო...მაღლა კი ფრთოსანნილაჟვარდებს სერავდნენმზიანს.
შენ კი?!ო, შენ-კი...მუხლამდე ტალახში...ვერ სწყდები ვერაფრით მიწას,დაიწყებ ცისკენ მზერას,დაიწყებ ფრთების აშლასდა... ვაი,სამიზნე ხარ იმწამს.
მღვრიეა ცხოვრებისტალღათა დინება,ისარი სამიზნეს სცდება...ვითომ ვფორიაქობთ,ვითომ ბედვმზიანობთდა თურმე ოცნება გვაქვსფრთებად.
ამაოების ბაზრისუიღბლო მკვიდრები,მოვდივართ, მივდივართ...ჰოპლა!!!რატომ გამაჩინე,ოღონდ მაცოდინა,მერე თუნდ იმავწამსმომკლა.