პოეზია · ლირიკა
წუხელის წვიმდა
წუხელის წვიმდა, წვიმდა და წვიმდა,ვერ დავიძინე ვერასდიდებით,როგორ მტკიოდა და როგორ მწყინდა,რომ წეროსავით ვერ გავფრინდები.
ცაზე ღრუბელნი - გამალებულნიმიქროდნენ, წვიმდა, წვიმდა და წვიმდა...შორს მიფრინავდა წეროთ კრებული,წერო არ ვიყავ, მაშ რატომ მწყინდა?!