პოეზია · ლირიკა
* * * ჩემს ვაჟს
ჩემს ვაჟს _ დავითს
ჩემს დაღლილ მზერაში ჩამდგარიაცრემლების პაწია მარგალიტი,შენს საგაზაფხულო რია-რიასარ მეგონა, თუ გადავღლიდი.რაღაც უცნაურად გაუხეშდი,გზა-გზა დამიყარე ცის ნამები,მეგონა ყველაფერს გამიგებდიდა ჩემს დიდ სიყვარულს იკმარებდი.დაფერფლილ ნაკვერჩხლებში მიმალულაგული _ ნაპერწკლებად მოკვესარი,შვილო, რა უცებ გამეზარდე,ლომის ბოკვერივით მომესწარი.შენი ადლი გაქვს და გასახედიც,შენი თაობისთვის შესაფერი.ზოგჯერ ბარტყივით უმწეო ხარ,ზოგჯერ არწივივით ასაფრენი.გული სიყვარულით ამვსებია,თვალები სისველით (რისგან არი?),ჯერ ისევ ბავშვი მგონიხარ და...ღმერთო, რა უცებ მომესწარი!