პოეზია · ლირიკა
მაქსიმ გორკი
მოხეტიალე მოგზაურის მოხრილი ლანდიქარში, მინდვრებზეგადივლიდა ღრუბლიან ცის ქვეშ.ეგდო რუსეთისამხერთიდან ჩრდილოეთამდე,რუსეთი ვრცელი -დამხობილი გლეხივით პირქვე...
და ხეტიალი, ხეტიალი გზებზე უგეშო,გადუვლის მგზავრიკავკასიას, ვოლგას და ურალს,იღებს თბილისიახალგაზრდა ალექსი პეშკოვს,და შეახვედრებსმაქსიმ გორკის და მაკარ ჩურდას!
ახსოვს მოხეტეს -ნაკატორღალ კალიუჟინისშეხვედრა, რჩევა,ვერის ხიდი და კრასნოგორი,როცა თბილისმაცეცხლი მისცა ჭაბუკს უჩინარსდა რუსეთისკენგაამგზავრა მწერალი გორკი...
იყო რუსეთი -რომანოვის სისხლიან შუბლით,და ჯანყდებოდნენგლეხებივით ვოლგა და დონი,ურჩი გლეხებისტანიცებში დათარესობდნენდა შორს -ვარდისფრად ენთებოდა ცის კაბადონი.
და ხეტიალი,ხეტიალი ჯავრით თუ სევდით...ჰა, ქარიშხალას სიმღერები,გმირული ჟინი -მოხრილი მხრები,დიდი სევდა დიდი რუსეთის,მისი გულისთქმა,მოძახილი, მისი ყიჟინი.
შავ ქალაქებში,სარდაფებში, ქუჩაში, ქოხში -შფოთიან ბრბოშიქადაგივით ტრიალებს გორკი,ქარის ქროლაში,დაუდეგარ გულის ამბოხში -პოეტის სიტყვაეჭიდება ჟანგიან ბორკილს!
ხანძრიან რუსეთსმონბლანდივით დაჰყურებს ლენინ,იღვიძებს ხალხი,ოქტომბერის ქრიან ქარები,ნადგურდებიანიმპერიის შავი ჩრდილები -და გუგუნებენ,გუგუნებენ კრემლის ზარები.
დიდი იმედითანთებულა სამშობლო ვრცელი,რა შეაჩერებს,რა შეაკრთობს, უძლეველ მისანს,ახალ რუსეთში დააბიჯებს მოხუცი ბრძენი -სიჭაბუკიდანმომღერალი გაზაფხულისა.ახსოვს:თბილისში ახალგაზრდა წამოდგა ერთხელ,და აიმართავრცელ რუსეთის ველებზე უცებ,და დიდი გორკი,დიდი მგზავრები,დიდი მოხეტე -დაჰყურებს რუსეთს,ვით ოდესღაც "კავკაზის" ფურცლებს.და აგონდება:დამხობილი გლეხვით პირქვე -ბნელი რუსეთი, იმედებიქროლვა ქარიშხლის,მძიმე დღეებიორთავიან არწივის ჩრდილქვეშ,და ხეტიალი,ხეტიალი მშობელ მხარეში.
1931 წ.