↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მარინა გრანატკინას

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13547 ნახვა

—
თოვლის ველზე შემეფეთე,შენზე დამრჩა თვალი...
შევტორტმანდი შენი მჭვრეტი,ვაჰ, თუ მომეჩვენა:ჩრდილოეთის ნამქრის სვეტიგულზე მომესვენა.
ნეტავ როდის დაგინახავრუსთაველზე გავლილს?
შენი ელვა მაოცედა,ზაფრა მცემდა მეხის,ყინულების კალოს ლეწდაშენი ირმის ფეხი...ფრიალებდა, თოვლში ქროდასაფერავსი ქაფად,ახალ ფიფქით ინამქროდაშინდისფერი კაბა.შენ თოვლში ხარ, აქ კი ახლაყოჩივარდა ვარდობს,ნეტავ როდის დაგინახავსჩვენი სანავარდო?
ჩამოხვიდე, დაგინახონგადაიქცნენ ჭვრეტად,რუსთაველზე გაიქროლო,დიდვე ნამქრის სვეტად...
დაინახონ გიშრის თმებშიშენი შროშნის ყური,ქაშუეთის ჩუქურთმებიაჩურჩულდნენ შურით.
ნუ იცინი... აგერ მკვლელადთვალებს რატომ ხუჭავ?ჩამოდი და მიწილადეთოვლის ერთი ბღუჯა,რუსთაველზე დაიბერტყეშინდისფერი კაბადა ფიფქებში აფრიალდისაფერავის ქაფად...მართალია, ვერ გაგიშლითყინულების კალოს,რომ რუსულად თოვლის ბრელოაქაც აბრიალო,ირმის ფეხებს ვერ მოვქანცავთყინულების მოვლით...
რუსთაველზე ზაფხულია,მოგვენატრა თოვლი!
1955 წ.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი