პოეზია · ლირიკა
მამა-პაპათა საფლავზე
გამარჯვებული მოვდივარ...პაპებს ჩასძახეთ.ძ მ ი ს წ ე რ ი ლ ი დ ა ნ
პაპებს ვახარეთ...ყიჟინით სასაფლაოზე გავედით,ჩავძახეთ,ავახმიანეთ დადუმებული შავეთიგაიგეთ, ბერიკაცებო,მამულს სწვევია დიდება!ვაშად მოვედით,ბებერ ძვლებსელდის არ შეეშინდებათ!
ადექით, წამოიხედეთ,ეს ვისი ლანდი დაგხარით?!დაიჩოქეთ და მოხადეთმამაპაპური თაღარი.ვაჟკაცი დაბრუნებულა,თქვენი ფესვების ნაყარი,ბრძოლები გამარჯვებულიდა თქვენით ნაამაყარი,თქვენ რომ წახვედით, მას შემდეგდაირწა მისი აკვანი.მან არც სიცოცხლე იცოდადა არც სიკვდილის ანბანი,თქვენი ჭანგები მოირგო,შინ ჯდომას ბრძოლა არჩია,ის ჩვენი დიდი სამშობლოსსინათლემ გადაარჩინა!აჰა, ნაკურთხი მტევნები,თქვენს ნაფუძარსი ნახარი,თქვენი ნაქონი წაფურა,ანკარა წინწანაქარი,ადექით, წამოიხედეთ,მნატვრელნო ჩვენი დანახვის,მოწყურებულნი იქნებით,დაილოცეთ და დანაყრდით!
თქვენთვის დავაწყეთ ტაბლაზეძველს ვაზიანში ნამცვრევი...ვაჰ, თუ შეგერხართ, ბერებო,გულ-მკერდზე ჩოხის მასრები!ტაბლის გარეშემო ოცნებითჩვენს გვერდით ხომ არ დალაგდით,მზის სხივით ხომ არ გაშუქდაწინაპართ ძვალშესალაგი.
როს ჟამი დარეკს, ბერებო,თქენს გვერდით, თქვენი მსგავსები,თქვესავით ბაგემდუმრები,გულხელდკრეფით დავწვებით...ახლა კიწამოიხედეთ,მამულს სწვევია დიდება,ვაშად მოვედით,ბებერ ძვლებსელდის არ შეეშინდებათ!1945 წ.