↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უფალო

ქებურია ბელა

2026-07-181 წთ საკითხავი3551 ნახვა

—
დათოს
იქნებ მოხვედი, მე-კი ცოდვილმა,ვეღარ გაგიღე გულის კარები,რადგან მაცდურმა მზერამ მომხიბლა,ყალბ გულს რომ იყო შენაფარები.იქნებ ჩემს კარებს, ვით უპოვარი,მოადექ, მაგრამ სულო, ცოდვილო,მთვარის სხივებით დანათოვარი,სავსე ტაბლა მაქვს და ვერ გცნობილობ.წლებსა და გრძნობებს უღვთოდვფლანგავდი,დაუდევრად და როგორ უბრალოდ,მზის ცაზე წვიმის სხივებს ქარგავდიდა ვერ მიგიხვდი მაინც, უფალო!ახლაღა ვხვდები, როგორ გიყვარდი...მაშინაც, როცა ბეწვზე ვეკიდე,შენ გულმოწყალედ ჩემზე ზრუნავდი,ვერ დაგეხმარე, ვერ შეგეხიდე...მე ახლა შენი ტაძრის წინ ვდგავარდავაკაკუნებ და გთხოვ, გამიღო,სულ ცოტა, ცოტა... მიკლია ლამპარს,წმინდა ზეთით რომ თითქმის გაივსოს...და აჰა, ისიც... მაღალ თაღებში,ჯერარნახული შუქი იალებს,ანგელოზები სამოთხის ბაღში,ცლიან შარბათით სავსე ფიალებს.შორს, ყვავილების მშვენიერ კორდებს,აწვიმთ ღვთაებრივ მანანას ცვარი.გამომეღვიძა... ცივ ჟღრუანტელშიდარჩენილს მკოცნის სექტემბრის ქარი...
ქებურია ბელა

ქებურია ბელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი