პოეზია · ლირიკა
მეორე პაუზა
მეორე პაუზაგამიმეორა მნემოსინემ:გულმავიწყი ხარ!თუმცა ბევრი არაფერი დამვიწყებია.
შენი სუნთქვაღამის ზამბახის სუნთქვისაგან ვერ გავარჩიედა რასაც მივხვდი უსიტყვოდ დარჩა...
ყოველთვის, როცა ჩემ სახლს ვტოვებ,შენსას ვპოულობ.აქ იგრძნობა დაუსაბამო ზაფხულის ფეთქვა,რომლის სათავე ან შენა ხარან ის, ვინც უკვე მოასწრო თავის გადავიწყებადა შენამდე გზა შეიმოკლა!
აქ დრო ჩნდება ჩვენთან ერთადდა ერთმანეთს როცა ვეხებით,ჩვენ ვღრმავდებითდა შეხებისას დრო იმალება.…შენ გაგახსენდა,წუხელ როგორ გეჭირა ჩვილიდა უმწეობის გულისცემა სულს გინათებდა...ისე გიყვარდა, ისე ძლიერ, ისე ძლიერ, რომ შეგეშინდადა ჩაიმალე შენში,სადაც, ღმერთის გარდა, ვეღარავინ შემოიხედავს....