↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფაშიანის გვირაბი

მამედლი იმირ

2026-07-181 წთ საკითხავი7740 ნახვა

—
რაც მოვევლინე ქვეყანას ამას, ჯერ-დედას მერე მივმართე მამას. ჩემი პირველიგმირობა შედგა, როცა შიშით და ძრწოლითმეც ფეხი ფაშიანის გრძელ გვირაბში შევდგი.და იმ გვირაბის ბოლოში გასვლა,მითუმეტეს რომ ის იყო შორი, გახლავთ,არც მეტი და არც ნაკლები, ცად გაგარინისგაფრენის ტოლი. და მაშინ ჩემთვის ჩუმადგაისმა, გზა გვირაბიდან გვირაბში გადის.თუმც ეს არ გახლავთ დილის ჩაის სმა, ანბაირამზე მირთმევა ქადის.მერე შემომხვდა გრძელი გვირაბიუმეცრობიდან შემეცნებამდე, სხვაც გავიარეგვირაბი გრძელი კაცის სიტყვიდან ღმერთისმცნებამდე. და მერე ვნახე ძნელი და ძნელივიწრო გვირაბი უმუშევართა, ცივი საკნიდანგათხრილ გვირაბს ჰგავს, მიდის მიიწევსსამსახურამდე. არის უგრძესი გვირაბი რამეორთავ თვალიდან ორთავ ყურამდე. არისგვირაბი მაგვის, თხუნელის; არის გვირაბიღრუბლებში გადის, ვითარცა ჟინი არწივის,ქორის; ყველა გვირაბი ერთდა-იმავდროსგადაჭემულია სურვილებს შორის. მეშვიდეციდან თუ დააკვირდი, ყოველი მოჰგავსბუნაგს და სოროს, რადგან საფლავშიწყდება გვირაბი, ვით ფაშიანის მეორებოლოს.

მამედლი იმირ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი