↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქარიქლაქუნები

მამედლი იმირ

2026-07-181 წთ საკითხავი7743 ნახვა

—
გინახავთ კაცი ქარიქლაქუნა,კაცი რომელიც ქარს უქლაქუნებს?ოღონდ ისეთი სახე უჭირავს,თოთქოსდა შიშველ ქალს უქლაქუნებს.
გინახავთ ქალი ქარიქლაქუნა,ქალი, რომელიც ქარს უქლაქუნებს?ხალხში კი თავი ისე უჭირავს,თოთქოს დედოფლის ქმარს უქლაქუნებს.
გინახავთ ერი ქარიქლაქუნა,ერი, რომელიც ქარს უქლაქუნებს?ისეთი პოზა უჭირავს თითქოსმტრის და დუშმანის ჯარს უქლაქუნებს.
ქარი კი ... ქარი დაჰქრის, ნავარდობს,გადმოევლება ას საუკუნეს,ქარიქლაქუნებს უკნიდან უვლის,უვლის და მერე რას უქლაქუნებს.

მამედლი იმირ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი