პოეზია · ლირიკა
ეს მე ვარ
ეს მე გახლავართ,მე - გვერდზე ქოჩორ გადატკეცილიათი წლის ბიჭი.ნელა მივყვებიფაშიანის ერთად-ერთ ქუჩასიქით უბნისკენ.(ორად-ორი უბანი აქვს სოფელ ფაშიანსდა მე გახლავართ აქეთუბნელი),მსურს გავიარო საზაფხულო არდადაგებზე
ჩამობრძანებულმოკლეკაბიან ქალაქელებთან.
ეს მე გახლავართ,და რა ვიცი, რომორმოცდაექვსი წლისას ზამთარშიტელევიზორთან მოკლათებულსეს საღამო გამახსენდება,და სიოსავით სასიამოვნო ჟრუანტელიდამივლის ტანში...