პოეზია · ლირიკა
საგმირო დასთანისათვის
არ ვიჭიდავებ დევთან,გადმომედება დევისბაყბაყ დარდი და სევდა.
არ ვიჭიდავებ მზესთან,მზე ჩამომჯდარი ხევთანვნახე, ნისლს როგორ ხევდა.
არ ვიჭიდავებ ზღვასთან,ვერ მოერგება ტალღაყველა საგმირო დასთანს.
შევებმი ქარის წისქვილს,დავეჭიდები მზისთვის,დევისათვის და ზღვისთვის.