პოეზია · ლირიკა
განკითხვის დღე
არ ვინ იქნება მესამე,მესამე მე თვით არც მსურს.მხოლოდ კაცი და მესია,და კაცი აგებს პასუხს.
ის კითხავს: კაცო, სახლკარიამიწიოკე რატომ?ეს ეტყვის: ვიყო მზაკვარი,თუ შეგხვედროდე ბატონს.
ის კითხავს: ლაღი სიმღერარად ამიტირე მაშინ?ეს ეტყვის: გხედავ პირველად,ღმერთო გეშლები სხვაში.
ის კითხავს: ჩემსავ ბუდეშირატომ დამჩაგრე ერთობ?ეს ეტყვის: ვაი, ბოდიშიარ მინახიხარ, ღმერთო.
შიშველი რად არ შემმოსე?პური არ მომეც მშიერს!იცხოვრე სულ შენს გემოზედა მე დამშორდი ძლიერ...
ყველა, ვინც შეგხვდა მე ვიყავ,უწყის ცამა და მიწა,რაც ჰქენი, ეს სულ მე მიყავ,ერთ ხელაც კი ვერ მიცან.
... არ ვინ იქნება მესამე,მესამე მე თვით არც მსურს.მხოლოდ კაცი და მესია,და კაცი აგებს პასუხს.