პოეზია · ლირიკა
ჩემო მკითხველო!
ჩემს მერე თქვენი თაობებიადა ამ თაობებს ვენდე,ლექსებს, რომლებიც დაობლდებიანჩემი სიკვდილის შემდეგ.ეტყვით სიცოცხლე ვით არ მრგებიადა ასმენინებთ ზე მდეგსლექსებს, რომლებიც ითარგმნებიანჩემი სიკვდილის შემდეგ.ეტყვი, მკითხველო, ზოგჯერ ეკლებადროგორ ვიწრთობდი დღემდელექსებს, რომლებიც გამოქვეყნდებაჩემი სიკვდილის შემდეგ.მოსპობ, რაც შენგან ნაღმერთებია,თუკი ქუსლებით შედექლექსებს, რომლებიც ამღერდებიანჩემი სიკვდილის შემდეგ.ზოგს თავის ჩენა ახლა უნდება,ხვალ შენ გააცნობ შედეგსლექსებს, რომლებიც გახმაურდებაჩემი სიკვდილის შემდეგ.ყველას არა ვთვლი ოქროს ბეჭდებად,დღეს ვერ დაარქმევ „შემტევს“ლექსებს, რომლებიც დაიბეჭდებაჩემი სიკვდილის შემდეგ.შთავაგონებდი ლამაზ ოცნებებსსულ უკანასკნელ შრემდელექსებს, რომლებიც გამაცოცხლებენჩემი სიკვდილის შემდეგ.ის ლოზუნგები და ის ტემპებიროგორ ამაოდ სდევდნენლექსებს, რომლებიც დაისტამბებაჩემი სიკვდილის შემდეგ.