პოეზია · ლირიკა
ბირნამიის ტყე
ბირნამიის ტყე... ქალდეას ჩრდილი,ლორდი პიერო მოღუნულ კუზით,ლედი მაკბეტი პერანგგახდილიგადამთვრალ სტუმრებს მუხლებზე უზით.
მოჰყავთ არტური ავადმყოფ ჭინკებს,მოწყვეტილ ფეხით ჭიანურს უკრავს,თავისმკვლელები ავსებენ ჭიქებსდა ულოცავენ ამაყ მოურავს.
ყვითელ მალაელს მოსდევს პაოლო,ფარშავანგების შემოჰკრა ალყადა ოფელიამ თვალი მოავლო,ვალერიანმა ჰამლეტს გაარტყა.
დგება ტაძარი სახრჩობელაზეფეერიული და ეფემერი.არვის ვენდობი, მაგრამ ყველაზეუფრო მაწვალებს სინაზით მერი.
და კოლომბინას ჭლექის ხველაზეშეატრიალებს კარს ნოემბერი.
ტფილის, 1919 წ.