↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გელის კოლხიდა ახალ ორფეოსს

ტაბიძე ტიციან

2019-06-143 წთ საკითხავი4474 ნახვა

—
იდგა ჭაობი დაუშრობელი,ქარი რიონზე ტირიფებს ჰხრიდა,მე კი მესმოდა საგალობელიდა ხალხთა ქება ყოველი მხრიდან,როგორც წყურვილი დაუცხრომელი,გონებას ფლობდა ძველი კოლხიდა.
არსაით ჩანდა ჯერ იაზონი,მე კი მედეა გულით მიყვარდა,რა ვუყოთ, რომ ვართ ჩვენ უაზრონი,მიტომ გვახურავს საბანი ვარდად,მესიზმრებოდა ტროადის ომი,ყრმა აქილევსმაც მუხლი გამართა.
ამ დროს ბავშვობა რას არ აიტანს,თვითონ არ იცის, სად ამოყოფს თავს?და მაინ რიდის გულად კაპიტანსოცნება მეტი გმირობით მორთავს.შორდები რიონს და ზღვა გაგიტანსდა გული ზღვაზე მღელვარედ შფოთავს.
დღეს რასაც ჰქვია პოეტის სიბრძნე,სხვას ჰზარავს მარტო იმისი სახე,მე კი ბავშვი ვარ კვლავ თითის სიგრძე,კბილებს მომკვეთავს ალუჩა მკვახე.ჩალვადარის ცხენს რიონის პირზედავაგლეჯ ძუას, დავაგებ მახეს.
ბატონიშვილის მმოსავს ხალათი,თუმცა აბაზი ღირს ადლი ჩითი,ალადასტურით სავსე კალათიდა დაჭერილი სამოთხის ჩიტი.განა ვინ სწავლობს ანბანს ძალათი,რა საჭიროა აქ მაგალითი?..
თვითონ დავითი მოჰყვეს მის მცნებას,ჯერ მწარე ნახოს და მერე ტკბილი,მაინც ვერ ასცდეს ის დანანებას!უფრო ტკბილია დილაზე ძილი,თვალის გახელა რომ გეზარებადა განცხრომით გაქვს ფეხი გაწვდილი.
და გელანდება თამარიანი,დავით ნარინი და დავით ულუ;რაც ქვეყანაზე დევნი არიან,რასაც სული აქვს, ანდა უსულო,რასაც მზის სხივით გაუხარიადა სიკვდილამდე გინდა უყურო.
თვითონ არ იცი, რატომ ატირდაგულის ამოსკვნით დედის ნანინა?ია და ვარდებს თავზე გვაყრიდადა ამოგვივსო ვაშლით განჯინა.თუ ამ საჩუქრებს მალე გაგვყრიდა,ტკბილ ბატონებმა რად დაგვარჩინა?
ყველა ბუჩქებზე ციცინათელააკაკის ლექსით აქვითინდება,დილამდე უკრავს ჩონგურს ნათელა,ცაზე ცისკარი წითლად ინთება,და აბდულ-შაჰილს ბაში-აჩუკივეფხვის სიმარდით დააფრინდება.
არც კი გინახავს და ისე გიყვარსშენ, აბესალომს, ქალი ეთერი,ალვის ხეს წრეში ალვის ხე მიჰყავს,თუმცა შეყრილან ყველა ერთფერი.შენ მაინც ერთი ოცნება გყინავსდა უიმედო ცრემლებით მღერი.
რა შეედრება უიმედო ხმას,არ გეტირება და მაინც სტირი!როცა ცხოვრება კაცად მოგიხმარს,როცა ხელობად გახდება სტვირი,მაშინ მოჰყვება პოეტი ოხვრას,აქვს გლახასავით ხელი გაწვდილი.
მხოლოდ ჩვენ გვერგო გამოფხიზლებადა ბედნიერი დავრჩით თაობა,ათასი ხმებით ერთად იზრდებაგულში სიმღერის გამბედაობა.
ჩვენ თვითონ ვიცით, ვის დავუმადლოთჩვენი მეორე ახალგაზრდობა,ვინაც ცხოვრება შექმნა უბადლოდა კაცთ გვიბრძანა კაცად გახდომა.
ახლა სიზმარი ხომ დაიჯერე,პალიასტომი წალკოტად მორთეს.ახლა შენია სიმღერის ჯერიგელის კოლხიდა ახალ ორფეოსს.
დეკემბერი 1936 წ.
ტაბიძე ტიციან

ტაბიძე ტიციან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი