პოეზია · ლირიკა
ოდესღაც გეიშა ვიყავი…
ოდესღაც გეიშა ვიყავი,იკებანას ვაწყობდი,სამსახოვანს ვაერთმნიშვნელიანებდი,ღეროდ საკუთარ თავს ვაიგივებდი,ყვავილის ფურცლებში ზეცის ღაწვებს ვხედავდი,ფესვებიდან მიწის სურნელი თრთოდა…ირგვლივ კი სიჩუმე იყო მხოლოდ,მოსალოდნელი ქაოსის წინ რომჩამოწვება ხოლმე, ისეთი…და მე, სახეგადათეთრებული მანგაგანსწავლული ქალისა,ვხდებოდი მარტივად სუფთადა ამებასავით ერთუჯრედიანი,რადგან ამ დროს ძნელი იყო რამეზე ფიქრი,რადგან ასე უფრო ადვილი იყო,სიმარტივეში იდო ყოველთვის ჰარმონია…