↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემს ქუთაისს

სადღობელაშვილი მარი

2011-07-141 წთ საკითხავი1067 ნახვა

—
თეთრ ქვებს ალოკავს ურჩი ფაზისი,ტანს ვერ იოკებს, სცდება ნაპირებს."პიკასოს ბიჭიც" ცურვას აპირებს,(ყოვლის მომსწრეა ეს ოაზისი).
და რომ შეჰყრია ზეცას ფთილებად,ბაგრატის ტაძრის ნაფიქრალია.ქუთაისი კი, ძველი აია,სამოსზე იკრავს ფიფქებს ღილებად.
აქ კვლავ ანცობენ ქარაშოტებიაკაკის, გალას, ორდენის ძმათა.ყური მიუგდე, მუზების ხმათასიმფონიაში როკვენ ოდები.
ქუდმოხდით მდგარი ტაძრის ჩეროდანწარსულს დავშორდი, ო, რამხელათი.აქ მოწამეთა, იქ კი გელათიშემოგვრჩა ძველი საქართველოდან.
მაქვს დიდი გული, მედიდგულება:ვითარცა თეთრი ედელვაისი,თოვლით ფენილი ეს ქუთაისივარდობის თვეზე მეჩურჩულება...

სადღობელაშვილი მარი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი