↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენთან გასაგზავნი წერილი

გორგილაძე ზურაბ

2017-07-161 წთ საკითხავი11649 ნახვა

—
შენ ჭიკჭიკებ ,,ავნანას“, ,,ვარდონანას“ ბწკარებს,გარეთ ვაზი ყვავილობს და , –მზე ხვარჩალებს გარეთ,იმეორებ საქართველოს ისტორიის გვერდებს,აბა გული სხვანაირად, როგორ უნდა ძგერდეს.იმეორებ…წინაპარი სისხლად რატომ ხარჯეს,რა ზარები დაჰბღაოდა თავზე ტაო-კლარჯეთს…რა ზავრები დაჰღმუოდა მესხეთსა და სამცხეს,რა მირონით განათლულებს,რა ტალახი წაგვცხეს.ანდა ქართულ ყაბალახში რად მოგვკვეთეს თავისამ თვეს წითლად რად დიოდა მაჭახელას წყალი.ფურცლავ ასე…ღველფის ყლაპვით, ისტორიის გვერდებს,აბა გული სხვანაირად, როგორ უნდა ძგერდეს.ხედავ, –ღადარს აჩაღებს და კეცს აყუდებს დედა,დედის თვალში მშობლიური მთების ნაღველს ხედავ…მაგრამ დახე,ეს რა ხდება!თავს იმართლებ რითი?მამაშენი იკაზმება და მეჩეთში მიდის.
გორგილაძე ზურაბ

გორგილაძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი