პოეზია · ლირიკა
შუახევური სახუმარო
სევფომ თქვა, - ხიმშიაშვილის, -ქალი სიზმარში მკოცნდა,იმდენს მკოცნიდა მოცლილი,კიღამ კოცნები მომწყინდა,გულბალანი ხომ მომრუჯა,ბაგე-ტუჩი ხომ მომცვითა,ეგ დაფეხვილი ნამსხვანი,ერთიან ამიღორძინდა.მაგრამ რა!..გამომეღვიძადა ჯავრი გამიორწილდა,ძველ სექვზე ვეგდე ძმობილო,ბალახბულახის ძონძითა,რომლი ხიმშიაშვილის, -ქალი პირსავსე ძოწითა,რომლი ხიმშიაშვილის, -ქალი, ჩინჩხვარი კოცნითა,რომლი ხიმშიაშვილის, -ჩემი მწეწდა და მძოძნიდა,- ადექ!... შე ბერთემბელაო,ამოსაგდებო კორძითა!
ვდგავარ და ხევხურს ჩავძახი,აყვავებული ბორცვიდან,გავძახი მთებს და სათიბებს,ჩემი ჯან-ღონით მორცხვითა,აღარ მაქვს თავის იმედი,ეჰ, სიბერესთან მივედი,თვარა ერთ ქალზე რა დამტევს,იმღამინდელი კოცნითა!