↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქალწულო მცხეთა

დოლიძე ქეთევან

2009-08-121 წთ საკითხავი801 ნახვა

—
კვართით ორსულო, ღატაკთმსახურო,დედაო ქართლის _ ქალწულო მცხეთა,ქეთევანი რომ მოვინახულო,ტაძარში უნდა მოვიდე დღეს და...შემოგიარო... გიგრძნო თითებით,მუხლისთავებით უნდა შეგეხო,იქნება მითხრა, რატომ ვინთებიცისკარზე... ვიცი, უნდა ვილეღვოდა გამოვისხა რწმენის ნაყოფი,რომ წაგახემსო, უხვო... უფალო...დამპურებელო ყოფნა-არყოფნის...ცრემლით ტერფები შემოგიბანო,თმით შეგიმშრალო ზეთი, რომელიცსისხლის მდინარედ მომდის გულიდან,ახლობელო და მიუწვდომელო,მომნატრებია კახიც, გუმისთაც...ტაოსკარი და ტბეთი, ოპიზა,პარხალი, ოშკი, იშხანი, ბანა...ნადარბაზევი თამარ მეფისა,წყალმა რომ ბანა და... ვერ გაბანა!..ქეთევანი რომ მოვინახულო,სვეტიცხოველში მოვრბივარ შენთან...კვართით ორსულო, ღატაკთმსახურო,დედაო ქართლის _ ქალწულო მცხეთა!

დოლიძე ქეთევან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი