↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სამყურას სუნი

დოლიძე ქეთევან

2009-08-121 წთ საკითხავი797 ნახვა

—
როგორც მოთქეშილ აპრილის წვიმასვერ გადაურჩა უქოლგო ქალი...შემომეფეთე ცაცხვების ძირას,იყავი წვიმა და სხვისი ქმარი.არც სახურავი ვინატრე სახლის,არც თბილი კერა, არც ცეცხლის პირი...წვიმის წამწამებს, მიწამდე დახრილს,სწონიდა ღმერთი თავისი პინით.და მეც ბალახი ვიყავი ლორთქო...მოვარდი თქეში, ფოთლების სურით...და შეგიყვარე... არ ვიცი, როგორ...და შეგატოვე სამყურას სუნი...

დოლიძე ქეთევან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი