პოეზია · ლირიკა
ზამთრების მერე
ზამთრების მერე კვლავ ზამთარი რატომ ამძივდა?!როგორ აცივდა... მეგობრებო, როგორ აცივდა?!გაყინულია ოთახი და ყველა ფანჯარა,დრომ გაზაფხული სოროსაკენ წააჩანჩალა...მახსოვს, ამბობდა მიღმა ხევში ბებერი ჭულო:უმთავრესია, სითბო სულში შევინარჩუნოთ..._ როდისღა მოვა გაზაფხული, თავს რად გვარიდებს?!_ როცა მერცხალი გულის ძირში კვერცხებს დაგვიდებს.