პოეზია · ლირიკა
იყო და არა იყო რა
აშლია სევდა ნამეხარ მუხას,დუმილი მეფობს ნაფუძარ ქოხში,დაუმალია უბეში უღრანსმზე _ როგორც ციცქნა კონკიას ქოში.აქ თურმე ღამით ტყისკაცი დადის,ამხიარულებს ხანდახან ბუხარს,მერე ბელებით ეწვევა დათვიცდა ავიწყდება დარდები მუხას.გამოუვლია ლელი და შამბი,მოუტანია მეზღაპრეს გუდა,ასე აღმოჩნდა აქ გველეშაპი,ნაცარქექია და წითელქუდა.მოსულა შველი, ჯიხვი და არჩვი,მეც საზღაპრეთის ვეძებ გასაღებს,საკუთარ თავთან მარტო რომ დავრჩი,სული ზღაპარში გადავასახლე...და დაქორწინდნენ იმ ღამეს თურმეღამის თევა და ციალი ცეცხლის...და ქილა ერბო დაატყდა ურემს,ცამ ჩამოფიფქა უღრანში ვერცხლი.