პოეზია · ლირიკა
პალტოს იცვამენ წეროები
ისე დავემგვანე საკიდარს,ვერ შეივსო და გაფრინდა პალტო.რომ შემეძლოს, წეროების მწკრივშიგავამწესო და გავუშვაუკეთეს ქვეყანაში!სინათლით და სითბოთი უკეთესშიდა არა პეიზაჟით,ან ლექსით,ან ნახატისთვისყველაზე მომგებიანიფერის და ფორმის ბროწეულით...ვერცხლის კოვზები ბავშვებისთვის,გედისყელიან ფინჯანში ყავა,უსათუოდ, შაქრიანი,რამდენი სიამოვნებაა ამ ცხოვრებაში,რომ სიტკბო მოიკლო?პალტო მაინც არ ჩაგეცმევადა შენი უხორცობით გაბეზრებულინიშნს მოგიგებს, რომწასვლა კი არა,გაფრენაც შეუძლიადა ბევრჯერ გალანძღული შენგან,გახეხილი იდაყვების და საყელოს გამო,თავსაც მოგანატრებს,რომელიმე, მწვანედ აღაღანებულიქვეყნით, ჟანგიან რეცეპტორებსგაგიღიზიანებსრუსთაველის ბოლოში,პათეტიკური სახელწოდების მოედანზე,მის კვალს ვკარგავცივა, ვოცნებობ ჩაიზე,მაგრამ ფული ჯიბეში დამრჩა,უფრო სწორად, ცაში...დღის 5 საათზე უკვე ღამდება,ჯიხურებიდან მზესავით მოჩანსშხამიანი ყვითელი ფანტა...