პოეზია · ლირიკა
არა - ავტოპორტრეტი
გავხარ მტაცებელ ფრინველსბასრი ბრჯღალით და ჭანგით,მე შენ გიწოდებ პირველსშენი გულით და ჩანგით.
ბევრს დასტყდომია რისხვადსიტყვა გაყრილი ჩინჩხლად,გიქებ კაუჭა ნისკარტს,ბოღმით გატენილ ჩიჩახვს.ჩანგს არ ჩამოჰკრა მძიმედ,არ აწყენინო უფალს,ჩანგს არ შეაწყდეს სიმი,არ მოგეხვიოს ყულფად...