↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სევდიანი სალაღობო ბათუმს

დოლიძე გენრი

2026-07-181 წთ საკითხავი20975 ნახვა

—
(ეძღვნება ვახტანგ ღლონტს)
ბათუმი არის წვიმის აფიშა,და ღმერთის გულის ფეთქვა, მკაფიოლექსამდე სველი ვზივარ კაფეში,ფინჯანი ყავის ორთქლთან ვკაფიობ...მავსებს წვიმების აპლოდისმენტი -ჩემი ომეგაც და ჩემი ალფაც...ასე გულდასმით არ მოვისმენდიზეციდან რომ არ წვეთავდეს ალბათ...ასე მზესავით არ მოვიწყენდი...(და სხვა მოწყენის სურვილი არც მაქვს)გულით ვატარებ ყელთან მიწყვეტილჩემი ძმის ნაქონ თითბერის ჯვარცმას...ხშირად ვიხსენებ, ფეხით გათელილდა მოყინული კვირტების მარშებს...(ო, რა ამაყი, ო, რა ნეთელი,ო, რა მართალი იყავი მაშინ...)და ვერ ვივიწყებ ამ ძველ ბიჭებსაცსულ რომ არ ჰგვანდნენ სახით იმ ახლებს...ხელში გვეკავა მზე და ბეჭებზეგვედგა ბათუმურ ზეცის სიმაღლე...რა დაბალია მთვარე ამაღამ,ზღვისპირას ღრუბელს ბეჭი აჰკარი...ყველა ობოლი ბიჭის მამა ხარდა უბინაო კაცის სახლ-კარი...ლამაზი ქალის სუფთა აურა,უდედო ბავშვის საღამოს ლოცვა,მზის სიმფონია, ზღვა და აუუ რააააააააააააასანახავი ხარ, ყოველთვის, როცამზეს შემოიდებ ლომის თათივითდა ზღვაში სიზმრებს ააციმციმებმე შენი ქუჩის დეპუტატი ვარშენი კაცური სიტყვის სიმძიმე!
წვიმა წვიმაში დგომით გაცივდა...მზე ზეცასმოსწყდაროგორც ატომი...მადლობა უფალს, რომ ვარ კაცი დაჩემი სახელი არისბ ა თ უ მ ი!
დოლიძე გენრი

დოლიძე გენრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი