↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პეპლებს

დოლიძე გენრი

2026-07-181 წთ საკითხავი20977 ნახვა

—
გეძღვნება შენ!
ნამიანი ხელებით მზე თმას უწნის ალუჩებს,ჩრდილს ჩაეხსნა სიგრილე და მოუჩანს ზამბორი,მაგ თვალების სილურჯე შავ ზღვას ისევ ალურჯებს,მე კი ისევ მაწითლებს ეგ წითელი ამბორიწელსაც მოვა სად წავა, დაველოდოთ რვა ივლისს..გარეთ როლი გაცვალეს აისმა და დაისმა,ტალღასავით ეს ლექსიც გაგწუწავს და ჩაივლის,როცა გულზე პეპლებად ატმის რტოებს დაისვამ…მერე მოვალ, სველ ტანზე ჩამოგიკრებ პეპლებს და...მერე მზესაც დავიჭერთ ზღვაში მთვარის კაუჭით,შენი კოცნის სურვილი ისე გამირეფ-ლექსდა,მიგიხუტებ, გაკოცებ, სველი რომ ხარ რა უჭირს!სადღაც ზეცა ტირის და, სადღაც ლურჯი ალუჩა,სადღაც როლი გაცვალეს აისმა და დაისმა…დრო იწყება შენით და დასასრული არ უჩანს,როცა გულზე პეპლებად ჩემს ბაგეებს დაისვამ...
დოლიძე გენრი

დოლიძე გენრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი