↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩაუმქრალი სანთლები (ჰოიდა ნანა)

გორგილაძე ზურაბ

2026-07-183 წთ საკითხავი22164 ნახვა

—
ჰოიდა ნანა, ოჰი ნანა,ხულო შუახევ ქედიდანა,დედო დვრინით დამემღერა,დიდიგოროზი მთები თანა,მთები! - ვისთვის თვალსეირი,ვისთვის ჯავრი შიგნიდანა,თეთრ პერანგებს ხრამში ყრიდნენ,ლურჯს იცვამდნენ თანდათანა,კლდის კატარში მზე ყვაოდა,კლდის ბორჯღალზე ბენჩქვი ყანა,გვანცას ლოცვებს ვაზის სული,გორით-გორზე გადეყვანა,ვარჯანისთან, ნაჯვარისთან,დაჯვარული ქვები წვანან,მთებში ჩუმად დაქვითინებს,ჩემი დიდი ნენეს ნანა,დერდებს გულში ვიბექსნიდი,აჭარელი ვიყავ განა!
ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,ხარიტყავის გუდა თანა,შიგ ჭიკჭიკით მოჭუჭკული,ამ სირთების სევდა თანა,მიმღერია ღვინიანზე,მიტირია კიდეც განა,როცა ჩემი ზღველთი ზვარეზვავის ნაძოვს დაემგვანა,როს სხალთაში სხალთიხატებს,უსაპნავდნენ ყელში კანაფს,ჯავარქედზე ჯამეს დგამდნენ,ვარდიქედზე ეკლის კარავს,ეივახ! ამის შემხედვარე,ნამსხვანიდან გაველ განა,მთებს ტყეები ბანალივითაბურძგლოდა უბიდანა,ღელე-ღურდან დავეძებდი,კანკალებდა ხელში დანა,გამჩენელო, სხვა რა მექნა,აჭარელი ვიყავ განა!
ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,ქოჩახელას ქარჩხი განა,უსულ-უსულ, ლოცვა-ლოცვითქარმა ნისლებს გაატანა.ფიჩხიფუტთან გამჭვარტლულიერთს ვცეკვობდი განდაგანა,თვარა ისე დუშმნის თვალებსმიბჯგენილი ვიყავ მარად,მიბჯგენილი ვით ამ მთებზელოდიძირის ძვლების ძალა,მიბჯგენილი ვით ჯარგვალზედირეები კოჭბორჯგალა,მიბჯგენილი ვით ჭალიქვითგაჯანდრული დედეს ნანა,ჟამმა ბევრი მაბოჯირა,მომბეჟა და მავალალა,მომთიკრა და მამუმნათა,დამინდო და დამავალა.სისხლში სისხლი!მხოლოდ სისხლი!"აჭარელი ვიყავ განა".
ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,თეთრათები ვთიბე განა,ხამიყელზე ხაოღერი,ბალახები შემრჩა თანა,მთაპერანგა გადავმუხლე,გზაბაწარამ დამახანა,ხინოს თავში თაფლი ვხილე,ჩოლოქის პირს ვმარგლე ყანა,ჩოლოქს გაღმა გოგო იდგა,გულგუნდა და თვალმარყვალა,ღმერთმა რაფერ გადმომხედა,ღმერთმა რაფერ გამახარა,- გოვ! კისერში ჩეგეფუნჩხე, -ჩემებურა ვკადრე მარა,გოგო რაცხამ დააფეთა,გოგო ვინცხამ გადამალა,თოხი ტარზე დაყუდებულსცამ სიცილი დამაყარა,შიგნი-შიგნი ჩევიფუფქე,აჭარელი ვიყავ განა!
ჰოიდა ნანა, ნანოვ ნანა,ვერ წამიხვალ განდაგანა,ეგ ლიზღობა ეგ ლირწობაკმარა-მეთქი, უკვე კმარა!ჩემი სისხლი სიყვარულით,ო, რა ხანი არ დამთვრალა,მეყო! მტევნის წებო წვენშიჩემი სულის ორთქლი დგანა,ყელზე შემომეფართქალა,ვაზის ლერწი ლოფორთქანა,სიზმარ-სიზმარ მიბრუნდება,შატბერდი და შორი ბანა,იქ სანთლები ჩემი სისხო,ჯერეთ კიდევ არ ჩამქრალან,მეყო ჟამმა ჟანგნაფლეთმა,რაც დამფლა და რაც დამგმანა!
ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,წარბგახსნილი დავალ განა,საქართველოვ ჩემო დედავ,ჩემი სუნთქვა გენაცვალა,ჩემი ყველა მქუხარება,მწუხარებაც გენაცვალა,შენი სიტყვის სიცოცხლისთვისხიხაძირში კიდევ ვდგავარ,შენი ჭერის სიმაღლისთვის,მარადიდში ვხლიჩავ ყავარს,შენი რჯულის საჯილდაოდ,სხალთას ვრეკავ ზარებს მთავარს,ერთ ძირ ვენახს სულ გირგავდი,კვლავ დაგირგავ დღეს და ხვალაც!იდიდგულე რომ ამფერიაჭარელი გყავდა განა!!!
გორგილაძე ზურაბ

გორგილაძე ზურაბ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი