↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** სანამ ქიმერებს შეაბამ

ფტკარაძე ნიკა

2025-02-201 წთ საკითხავი145 ნახვა

—
სანამ ქიმერებს შეაბამ, ნახე თუ შეგრჩა კარეტა
ან შენს კარეტას კარები, გახვალ კანიდან სანამდე,
გარბიხარ შენი არედან, როგორ გიხდება კარე და
გიყურებ ასე გარედან, თითქოს შენს წასვლას ვმალავდე.
ჩამემტვრა ყველა მალა და მაინც გრძელდება ბალადა,
ვხვდები რომ ყრუ სირენიდან ჩაგესმის შენც სერენადა,
დაისრულს გსურს დაასრულო დაისი, შვენის არადა
იმ შენს გაქცევას, რომელიც თითქოსდა მე მომელანდა.
თუ კი ადგილზე დაგხვდება შენი ცისფერი კარეტა,
შენ თუ კი მიმიკარე და თუ ხელი აღარ მკარი...
და მაინც როგორ გიხდება ეგ შენი შავი კარე და
თუ გახვალ გადი კარიდან, ან კანის ფესტივალიდან,
არა ხორბლისფერ კანიდან!

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი