↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჭიათურას

გველესიანი რაჟდენ

2008-12-201 წთ საკითხავი1254 ნახვა

—
მთვის მწვერვალები ზეცას ედება
ლამაზ ხეობებს მოსავს გვირილა,
როგორც ყორანი არ გათეთრდება,
მუდამ შავია ჩემი ყვირილა.
გამონაბოლქვი, ქარხნების ქურა,
მტვერში ეხვევა ხედი მხატვრული
და კლდის სვეტებზე დგას ჭიათურა,
ქალაქი მუცელგამოფატრული.
დაჩაგრულო და მაინც ამაყო,
ვერ მოიშორე თავზე ღრუბელი.
გამოიფხიზლე ჩემო ქალაქო,
ჩამოიფერთხე ყველა წურბელი!
ვერ ვეგუები მოსულ დანარჩენს,
შენი შვილი ვარ, შენში მაქვს ფესვი.
დღეს ჩემს ქალაქში ცოცხლად დამმარხეს
და დამაბიჯეს წაცეულს ფეხი.
სისხლი ძარღვებში გულს არ აცივებს,
მაგრამ ჭრილობა სანამ ვითმინო?!
როდის ყოფილა კლდეში არწივებს,რომ ბატონობდეს სხვა მხრის მიმინო?!

გველესიანი რაჟდენ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი